ონლაინ მოსაწვევები
ერთი ბმული.ყველა ზეიმისთვის.
ქორწილი, დაბადების დღე, ნათლობა თუ ნებისმიერი ღონისძიება — აირჩიე ანიმაციური ინტრო, დაამატე დეტალები და გაუგზავნე მოსაწვევი ერთი ბმულით.
მოსაწვევი ყველა ღონისძიებისთვის
თითოეული საკუთარი ანიმაციით იხსნება, ქართულად ან ინგლისურად.
- ქორწილიგახსნის ნახვა
- დაბადების დღეგახსნის ნახვა
- ნათლობაგახსნის ნახვა
- კორპორატიული ღონისძიებაგახსნის ნახვა
…ასევე ნიშნობა, იუბილე, სადიპლომო თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიება — თითოეული საკუთარი ტექსტითა და გახსნებით.
იდეიდან მოსაწვევამდე
ზარებისა და ლოდინის გარეშე. საღამოს შექმენი და დღესვე გააგზავნე.
- 0104
აირჩიე ღონისძიება
ქორწილი, ნიშნობა, დაბადების დღე, ნათლობა, კომპანიის ღონისძიება თუ სხვა რამ. თითოეული შესაფერისი ტექსტით იწყება.
- 0204
დაწერე მთავარი დეტალები
ჯერ სახელები, თარიღი და ადგილი. ტელეფონზე მოსაწვევი წერისთანავე ივსება.
- 0304
აირჩიე, როგორ გაიხსნება
ყველა გახსნა უკვე შენი სახელებითა და თარიღით ჩანს — ზუსტად ხედავ, რას დაინახავენ სტუმრები. შემდეგ აირჩიე ფერები და შრიფტი.
- 0404
გამოაქვეყნე და გააზიარე
აირჩიე საკუთარი ბმული, გამოაქვეყნე და გაგზავნე ბმული ან QR კოდი. ყოველი პასუხი მაშინვე შენს გვერდზე გამოჩნდება.
ერთი ბმული, რომელიც ყველაფერს იტევს
ქაღალდის მოსაწვევი ლამაზია, მაგრამ ხშირად იკარგება, სტუმრები კი მისამართის, დროისა და დეტალების დასაზუსტებლად მაინც გირეკავენ. inviteStudios-ით შენი მოსაწვევი ერთი ბმულია, რომელიც ნებისმიერ ტელეფონზე ანიმაციით იხსნება და ყველაფერს ერთად აჩვენებს: თარიღს, ადგილს რუკაზე, დღის განრიგსა და უკუთვლას დიდ დღემდე.
ის ყველა ზეიმისთვის ერთნაირად კარგად მუშაობს — ქორწილისთვის, ნიშნობისთვის, დაბადების დღისთვის, ნათლობისთვის, იუბილესთვის თუ კომპანიის ღონისძიებისთვის. ირჩევ ღონისძიებას, წერ მთავარ დეტალებს და ირჩევ გახსნის ანიმაციას, რომელიც უკვე შენი სახელებით ჩანს, მოსაწვევი კი ქართულად ან ინგლისურად იქნება, ლამაზი ქართული შრიფტებით.
როცა სტუმრები ბმულს გახსნიან, დასწრებას პირდაპირ მოსაწვევზე დაადასტურებენ, შენ კი ყოველ პასუხს საკუთარი გვერდიდან მაშინვე აკონტროლებ: ვინ მოდის, რამდენი ადამიანი და რას გწერენ. მოგონებების სივრცით ზეიმის ყველა ფოტოც ერთ ადგილას დაგხვდება, პირდაპირ სტუმრების ტელეფონებიდან.
ყველაფერი, რაც მასპინძელს სჭირდება
ერთი ბმული ყველაფერს აკეთებს: იწვევს, გზას აჩვენებს და პასუხებს აგროვებს.
ანიმაციური ინტროები
კონვერტი, ფარდა, ნეონი, სცენის შუქები და ათობით სხვა — ასეთი გახსნა სტუმრებს დაამახსოვრდებათ.სტუმრები შენს ხელში
ყოველი პასუხი მაშინვე შენს გვერდზე ჩნდება: ვინ მოდის, რამდენი და რას გწერენ. ტელეფონით მიღებულ პასუხებს თავად დაამატებ, სიას კი სურვილისამებრ Excel-შიც ჩამოტვირთავ.რუკა და პროგრამა
ადგილი რუკაზე მარშრუტით, დღის განრიგი და უკუთვლა.მოგონებების სივრცე
სტუმრები QR კოდს ასკანერებენ და ფოტოებს ტვირთავენ — აპლიკაციისა და რეგისტრაციის გარეშე. ყველა ფოტოს მაშინვე ხედავ და ერთად ჩამოტვირთავ.ქართულად და ინგლისურად
მოსაწვევი შენი სტუმრების ენაზე, ლამაზი ქართული შრიფტებით.ყოველთვის შეგიძლია შეცვალო
გამოქვეყნების შემდეგ შეცვალე რაც გინდა, რამდენჯერაც გინდა, უფასოდ.
კითხვები
უნდა გადავიხადო, რომ ვცადო?
არა. დარეგისტრირდი და მოსაწვევი ბოლომდე უფასოდ შექმენი. იხდი მხოლოდ მაშინ, როცა გამოაქვეყნებ.
შემიძლია შეცვლა გამოქვეყნების შემდეგ?
კი, უფასოდ. შეცვალე დეტალები და გამოაქვეყნე ცვლილებები, როცა დაგჭირდება.
რამდენ ხანს რჩება ონლაინ?
ღონისძიებიდან ერთი წლის განმავლობაში.
სტუმრებს აპლიკაცია სჭირდებათ?
არა. მოსაწვევი ვებგვერდია: ნებისმიერ ტელეფონზე იხსნება ბმულით ან QR კოდით.
რა არის მოგონებების სივრცე?
დამატებითი სერვისი: სტუმრების ფოტოები ერთ ადგილას, QR ბარათით შენი მოსაწვევის ფერებში. დაამატე გამოქვეყნებამდე ან ნებისმიერ დროს მოგვიანებით.
შემიძლია მოსაწვევი ინგლისურად შევქმნა?
კი. თითოეული მოსაწვევის ენას ქართულსა და ინგლისურს შორის თავად ირჩევ, თარიღები და ღილაკებიც ამ ენაზე გამოჩნდება.
როგორ გავუგზავნო მოსაწვევი სტუმრებს?
გააზიარე ბმული WhatsApp-ით, Viber-ით, Messenger-ით ან ელფოსტით, ან დაბეჭდე QR კოდი. სტუმრები მას ნებისმიერ ტელეფონზე ერთი შეხებით გახსნიან.
დავინახავ, ვინ მიპასუხა?
კი. ყოველი პასუხი შენს გვერდზე მაშინვე ჩნდება, იმის ჩათვლით, რამდენი ადამიანი მოდის და რა შეტყობინება დაგიტოვეს. სურვილისამებრ სიას Excel-შიც ჩამოტვირთავ.
შენი მოსაწვევი შეიძლება დღესვე გამოქვეყნდეს
შექმნა უფასოა. იხდი მხოლოდ გამოქვეყნებისას.
დაიწყე ახლავე, უფასოდ